თსსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი თეონა კორკოტაძე ინსტიტუტის მხარდაჭერითა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით („საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024“), გასულ წელს კანადაში, კვებეკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
სტაჟირების პერიოდში მეცნიერებმა შეისწავლეს საქართველოში მოზარდი სოჭის (Abies nordmanniana (Stev.) Spach) წიწვებიდან მიღებული ეთერზეთის ბიოლოგიური აქტივობა და უსაფრთხოება, ხოლო კერძო ლაბორატორიაში “Laboratoire PhytoChemia” – მისი ქიმიური შემადგენლობა.
მიღებული შედეგები ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით სტატიის სახით გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში “Journal of Essential Oil Bearing Plants” (Impact Factor – 2.1).

