სიახლეები

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა თბილისის N8 საჯარო სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა
თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა თბილისის N8 საჯარო სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა თბილისის N8 საჯარო სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას – სამკურნალო მცენარეების შესწავლიდან პრეპარატის დამზადებამდე პროცესებს.
ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს:
თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიები
ფარმაცევტული ინოვაციები
როგორ იქმნება სამკურნალო პრეპარატი
ჰერბარიუმი

ინტერაქტიური შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებასა და ფარმაციის სფეროსადმი მიზანმიმართული ხედვის ჩამოყალიბებას.