ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV ეროვნული კონგრესის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო ტრენინგ-სკოლა ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიაში, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი იყო.
ინსტიტუტმა უმასპინძლა სტუდენტებს, რეზიდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს.
ვორქშოფის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ლაბორატორიულ და კვლევით მიდგომებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინსტიტუტის მნიშვნელოვან როლს სამეცნიერო-კვლევით სივრცეში.
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ჩატარდა ვორქშოფები აქტუალურ თემებზე:
„მაღალი სიხშირის ქლორიდის ანალიზები და მას-სპექტრომეტრია“
„ლაბორატორიული ცხოველების გამოყენება პრეკლინიკურ კვლევაში“
ვორქშოფებს უძღვებოდნენ ინსტიტუტის დირექტორი მალხაზ გეთია და კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარენ მულკიჯანიანი.
იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი კვლავაც აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას, თანამედროვე მეცნიერების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

