ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა ოთხდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „Open Reading 2026“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ნანა ბარბაქაძემ.
კონფერენციის ფარგლებში მეცნიერმა აუდიტორიას წარუდგინა სტენდური მოხსენება თემაზე - „Efficient Synthesis of Steroidal 1,2,3-Triazoles“.
ფართომასშტაბიან ღონისძიებაში მონაწილეობდა 350-მდე მომხსენებელი მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენციამ გააერთიანა ახალგაზრდა მკვლევრები და მეცნიერები, რომლებმაც ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და მედიცინის სფეროებში წარმოადგინეს თავიანთი მიმდინარე კვლევები და მიღებული შედეგები.
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წარმომადგენლის მონაწილეობა აღნიშნულ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინსტიტუტის აქტიურ ჩართულობას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში, ხელს უწყობს მისი კვლევითი საქმიანობის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას და აძლიერებს სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

