სიახლეები

ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში გაიმართა ვორკშოპი - „კლინიკამდელი კვლევის საფუძვლები“
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში გაიმართა ვორკშოპი - „კლინიკამდელი კვლევის საფუძვლები“

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში გაიმართა ვორკშოპი - „კლინიკამდელი კვლევის საფუძვლები“

ვორკშოპს უძღვებოდა ინსტიტუტის კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის უფროსი კარენ მულკიჯანიანი, რომელმაც სტუდენტებს ლაბორატორიულ ცხოველებთან მუშაობის ძირითადი პრინციპები და თანამედროვე კვლევებში მათი მნიშვნელობა გააცნო

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნა მიიღეს 

სტუდენტები გაეცნენ კლინიკამდელი კვლევის აქტუალურ საკითხებს და იმ პრაქტიკულ მიდგომებს, რომლებიც აუცილებელია სამეცნიერო საქმიანობაში წარმატებისთვის