10-13 მარტს, ტოკიოში გაიმართა საკვებისა და სასმელების სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენა - “The 51st International Food and Beverage Exhibition FOODEX JAPAN 2026”
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით პროდუქცია
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ახალ და ინოვაციურ პროდუქტებს, მათ შორის თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ წარმოებულ ქართულ ბიომცენარეულ ზეთებს.
ინსტიტუტმა გამოფენაზე წარმოადგინა შვიდი სახეობის ზეთი, რომლებიც გამოირჩევა ბუნებრივი შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით.
გამოფენას ესტუმრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში- თეიმურაზ ლეჟავა, რომელმაც დაათვალიერა ქართული პროდუქციის სტენდი და მხარდაჭერა გამოხატა წარმოდგენილი ინიციატივის მიმართ.

